ნანა საათაშვილი
Sunday, August 4, 2013
Saturday, August 3, 2013
პროექტის გეგმა-ჩვენ ვიცავთ ბუნებას
პროექტის სახელწოდება:
ჩვენ ვიცავთ ბუნებას
პროექტის მთავარი
თემა: ეკოლოგიური საფრთხეები ჩვენს გარშემო და ჩვენი წვლილი
მასთან ბრძოლაში. როგორ დავიცვათ ბუნება?
პროექტის თემის განსაზღვრა მოხდა მოსწავლეების სურვილით
საგაკვეთილო თემის შესწავლის შემდეგ „ დედამიწა ჩემი სახლია“. ტექსტი „ Выходной
на природе“ სტიმულს აძლევს
მათ შეისწავლონ გარშემო არსებული ბუნება და შეიმუშავონ ღონისძიებები მის დასაცავად.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებს ყოველდღიურად უხდებათ ბუნების დაცვის პრობლემებთან შეჯახება.პროექტი ხელს
შეუწყობს მათ ღრმად ჩაიხედონ ამ საკითხში,მიხვდნენ ბუნების დაცვითი მოქმედებების ღრმა
მნიშვნელობას და სასიცოცხლო აუცილებლობას, დაეუფლონ ბუნებისდაცვით უნარ-ჩვევებს და
აქტიურად გამოიყენონ პირად ცხოვრებაში.
პროექტის მიზნები:
1.მოსწავლეებმა ისწავლონ, თუ რა არ უნდა მოიმოქმედონ ბუნებასთან ურთიერთობისას. შეიძინონ
ბუნებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები.
2.განუვითარდეთ ინფორმაციის მოძიების უნარი სხვადასხვა
მეთოდებით,მათ შორის საინფორმაციო კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.
3. გამოუმუშავდეთ საკუთარი ცოდნის რეალიზაციის უნარ-ჩვევები.
4. გამოიმუშავონ ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები.
5. გამოიმუშავონ
საკუთარი ნამუშევრების თემაზე პრეზენტაციის შექმნის უნარი სლაიდების ან ვიდეორგოლის
სახით.
6. გამოიმუშავონ პრეზენტაციის წარდგენის უნარ-ჩვევები.
7. განუვითარდეთ ბუნების ესთეტიკური აღქმის უნარი.
მონაწილეთა ასაკი; 13 წელი
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები:
. ბუნებაში გასვლით და დაკვირვებით აღმოაჩენენ არსებულ
პრობლემებს და ამასთან განავითარებენ დაკვირვების უნარს.
. ინტერნეტში მასალების მოძიებისას ახალ ცოდნის შეძენასთან
ერთად განუვითარდებათ ისტ-ის მოხმარების უნარ-ჩვევები.
. შეიძენენ ცოდნას ბუნებაში ყოფნისას ქცევის წესების შესახებ.
. შეიძენენ ინტერვიუერთან ურთიერთობის და ინტერვიუს
წარმართვის უნარ-ჩვევებს.
. განამტკიცებენ გრამატიკულ ცოდნას რუსულ ენაში (კერძოდ
ბრძანებითი კილოს გამოყენებას) ამკრძალავი ნიშნების და ბუკლეტების შექმნისას.
. განიმტკიცებენ ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევებს.
. ისწავლიან პრეზენტაციის მომზადებას და გამოიმუშავებენ
მისი წარდგენის უნარ-ჩვევებს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერები,
ინტერნეტი, პროექტორი, ქაღალდის ფორმატები,ფერადი ფანქრები და საღებავები, ხის ჩარჩოები
და სადგამი ამკრძალავი ნიშნების დასამაგრებლად, ვიდეოკამერა, რეზინის ხელთათმანები,
ხის ჯოხები ლურსმნით, პოლიეთილენის ტომრები, ასანთი.
პროექტის მსვლელობა:
(ძირითადი აქტივობები)
1.
თემის განსაზღვრა და შესაბამისი კითხვის ჩამოყალიბება.
2.
საპროექტო ჯგუფებად კლასის დაყოფა.
3.
თითოეული ჯგუფის მიერ თემის არჩევა და სამუშაო გეგმის
შემუშავება.
4.
ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება.(ვინ რას აკეთებს
და როდისთვის გეგმავს დასრულებას? ვინ წარმოადგენს საქმიანობის შედეგებს? ვინ აგებს
პასუხს ჯგუფის მუშაობაზე? 1 ჯგუფი ამზადებს პრეზენტაცის თემაზე „ცოცხალი ბუნება“ ,
-მე-2 ჯგუფი-„ტყეები -ჟანგბადის წყარო“, მე-3 ჯგუფი „ ზღვები და მდინარეები“, მე-4
ჯგუფი -„საფრთხეები,რომელიც ემუქრება ბუნებას“.
5.
ინტერვიუების მოპოვება ადგილობრივი გარემოს დაცვის თანამშრომლებისგან
არსებული მდგომარეობის შესახებ.
6.
ამკრძალავი ბანერების დამზადება ბუნებისდაცვითი ღონისძიებების
შესაბამისად ქართულ და რუსულ ენებზე.
7.
ლაშქრობა ახლომდებარე ტყეში ან მდინარეზე მასწავლებლის
და დამრიგებლის მონაწილეობით. შეძლებისდაგვარად ტერიტორიის გარკვეული მონაკვეთის დალაგება,
მოსწავლეების მიერ შექმნილი ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟება და მთელი ამ სამუშაოს
მიმდინარეობის ვიდეოკამერით გადაღება.
8.
შექმნილი პროდუქტის პრეზენტაციის შექმნა Power point-ის გამოყენებით.
9.
პრეზენტაცია აუდიტორიის წინაშე.(მოსწავლეები,მასწავლებლები,მოწვეული
სტუმარი გარემოს დაცვის ორგანიზაციიდან.)
10. შემაჯამებელი
შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
რუსული ენა
უცხ.ს.II.12. მოსწავლეს
შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე.( კულტურისა და
საბუნებისმეტყველო სფეროებიდან.
უცხ:ს.II.15. მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყრნოს კითხვის სხვადასხვა
ტექნიკა.(გაცნობითი,შესწავლითი, ძიებითი.)
უცხ:ს.II.18. მოსწავლეს
შეუძლია შექმნას სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი.
( ბუკლეტი,აფიშა).
უცხ.ს.II.19. მოსწავლეს
შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციული
ხასიათის ტექსტები.
უცხ:ს.II.20.
მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას,ფლობს და იყენებს ელემენტარულ ენობრივ
ფორმებს.
უცხ:ს.II.22.
მოსწავლე ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.II.30.
მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი.
უცხ:ს.II.33.
მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
უცხ:ს.II.36.
მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან,მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების
გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
: ნანა საათაშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: saatashvilinana@gmail.com
Subscribe to:
Comments (Atom)